7 მიზეზი, რის გამოც აჭარის რეგიონი შესანიშნავი ადგილია მოგზაურობისა და სპორტისთვის
აჭარა არის აქტიური და საინტერესო რეგიონი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის. სუბ ტროპიკული კლიმატით, ულამაზესი პლაჟებით, ბაღებით, პარკებით, ფერადი მთებითა და მრავალფეროვანი გემრიელი ჯანსაღი ტრადიციული კერძებით, აჭარა შესანიშნავი ადგილია თითქმის ყველა სახის OCR ტურნირისთვის მთელი წლის განმავლობაში.
1. სუბტროპიკული კლიმატიაჭარას აქვს კომფორტული და ხელსაყრელი კლიმატი, რათა დაგეგმოს და განახორციელოს OCR აქტივობები მთელი წლის განმავლობაში. შავი ზღვის სანაპირო ზონა (ბათუმი და მიმდებარე ტერიტორია) არის თბილი და ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით. ზამთარი თბილია, ზაფხული კი ცხელი და გრძელი.
2. ბათუმი შავი ზღვააჭარის შავი ზღვის სანაპირო მოიცავს 57 კილომეტრ ფართობს. აქ არის ქვიშისა და გრუნტის პლაჟები. ზღვა ძირითადად მშვიდია, ის ყოველთვის სუფთაა და კამკამა ისე, რომ ფსკერი 10 მ სიღრმეზეც კარგად ჩანს.ზოგიერთ სანაპიროზე, როგორიცაა მწვანე კონცხი (ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან) და სარფი (თურქეთის საზღვართან), არის ბუნებრივი კლდეები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ახვიდეთ და წყალში გადახტეთ 15 მ სიმაღლიდან.
3. ეგზოტიკური ბუნებააჭარის რეგიონი ითვლება ყველაზე მდიდარ რეგიონად სამხრეთ კავკასიის მთებში. აქ იზრდება 2000-ზე მეტი ველური მცენარე. მაღალი ბიომრავალფეროვნება განპირობებულია ლანდშაფტების მრავალფეროვნებით. ციცაბო ნისლიანი მთები და ხეობები, ჯუნგლების მსგავსი სუბტროპიკული ტროპიკული ტყეები ფერადი მდელოებით, მუქი წიწვოვანი ტყეებით ასობით ჩანჩქერით და ალპური მდელოებით. ასევე არის ვულკანური ტბები რომელიც შედარებით მცირე ფართობზეა გავრცელებული. რეგიონის თითქმის 68% დაფარულია ტყეებით, ხოლო 18% კი დაცული ტერიტორიაა.
4. ბათუმის ბოტანიკური ბაღიბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია OCR ტურნირებისთვის მთლიანს მსოფლიოში. ბოტანიკური ბაღი დაყოფილია 9 ფიტოგეოგრაფიულ დანაყოფად: ამიერკავკასიის ნოტიო სუბტროპიკები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰიმალაიები, აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, მექსიკა და ხმელთაშუა ზღვა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის კეთილი ნებით ჩვენ გვაქვს უფლება ჩავატაროთ OCR ღონისძიებები და ტურნირები ამ გასაოცარ ადგილას.
5. ბათუმის ბულვარი7 კმ სიგრძის ზღვისპირა ბილიკი, ბათუმს აქვს ყველაზე გრძელი პარკი შავი ზღვის სანაპიროზე და ამასთანავე ეს არის საუკეთესო სარბენი ბილიკი ! ბულვარი შედგება რამდენიმე ისტორიული ხეივნისგან, 40 ათასზე მეტი ხე, ტბები, მდელოები, ბორცვები, სპორტული არენა, მოცეკვავე შადრევნები და ასობით სხვა კულტურული ძეგლი, ასევე ცნობილი ადგილობრივი და უცხოელი მხატვრების ქანდაკებები.
6. უნიკალური კულტურააჭარა 4000 წელზე მეტს ითვლის. ეს არის სხვადასხვა ხალხის, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია. პეიზაჟები მჭევრმეტყველად მოწმობს და გადმოსცემს ამ ისტორიას . ბათუმშიც და აჭარის მაღალმთიან სოფლებში, გვერდიგვერდ დგას ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები.
ბათუმის ცენტრში მედეას და ოქროს საწმისის ძეგლი მიუთითებს არგონავტების გასაოცარ ლეგენდაზე, გარდა ამისა, ქალაქი მოიცავს რამდენიმე ისტორიულ უბანს, უნიკალურ არქიტექტურას და ისტორიის, ეთნოგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების უამრავ ნიმუშს.
შუა საუკუნეებში აჭარაზე გადიოდა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა. კერამიკა, ხალიჩები და სანელებლები ჩინეთიდან და ირანიდან ევროპაში აჭარის გავლით გაჰქონდათ.
7. აჭარული სამზარეულო
აჭარული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ჯანსაღია კავკასიაში. რეგიონში არის ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოება. კარგი ნიადაგისა და ოპტიმალური კლიმატური პირობების წყალობით აქ იწარმოება აწაემოებენ ხილის, ბოსტნეულის, კენკრას, თხილის, ხორცის და რძის პროდუქტებს. საოცარი პირობების შედეგია ასობით ტრადიციული ჯანსაღი და სასარგებლო კერძი სავსე ვიტამინებით, ეთერზეთებით, ცილებითა და ცხიმებით.
აქ წარმოდგენილია 10 საუკეთესო ტრადიციული კერძი.1. ბადრიჯანი ნიგვზით : შემწვარი ბადრიჯანი, ნიგოზი, ნიორი და ბროწეულის მარცვლები.
2. აჭარული ხაჭაპური : ეს არის ნავის ფორმის ხაჭაპური, აჭარული ყველით და კარაქით, ასევე სურვილოსამებრ უმი კვერცხის გულით.
3. სინორი : ეს არის უსაფუარო ცომის ფენები ხაჭოთი და კარაქით
4. მალახტო : ეს არის მწვანე ლობიო ნიგვზით ნივრით და მწვანილებით, მას მიირთმევენ მჭადთან ერთად
5. შქმერული სოფლის წიწილით : ეს არის შემწვარი ქათამი რძის სოუსში და შეზავებულია ზაფრანით
6. იახნი მოხარშული საქონლის ხორცი ნიგვზის, მწვანილის და ტრადიციული სანელებლების ორიგინალური სოუსით.
7. ჩირბული : ეს არის აჭარული კერძი სანალებლებით კვერცხით და კარტოფილით
8. ტოლმა : ტოლმა ეს არის მოხარშული ბრინჯი ,პომიდვრისა და საქონლის ფარში მასში შეზავებული სანელებლებით
9. თევზი ბაჟეში : ძირითადად შავი ზღვის ზუთხი, სარდინი ან მდინარის ორაგული თხილის და ნივრის სოუსით
10. ჰასუთა : ეს არის ტრადიციული აჭარულო დესერტი, რომელიც მზადდება კარაქით , მოხალულ სიმინდის ფქვილში შერეული თაფლით